შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილე ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს შეხვდა
24-09-2015

შს მინისტრის მოადგილე ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შეხვდა ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში ჩამოსულია საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ფარგლებში, დაგეგმვისა და მიმოხილვის (PARP) დოკუმენტის განხილვის მიზნით.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროებისა და უსაფრთხოების დანაყოფების გამოყოფის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა, სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები და მიმდინარე პროცესები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.