შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
27-09-2015

შს მინისტრმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა. შს მინისტრმა, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.