შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის - ბექ...
29-04-2015

შს მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის - ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. ვაზისუბანში მდებარე, კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ბექა მარგიშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა. შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.