შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრა...
27-10-2015

შს სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის პროექტი წარუდგინეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა არჩილ თალაკვაძემ და შალვა ხუციშვილმა, სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანანომდებლო ცვლილებების პაკეტი, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია და დაგეგმილი რეფორმები გააცნეს.

ახალი კანონპროექტის მიღება ქვეყანაში საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობით და სწორად განვითარების უზრუნველყოფითაა განპირობებული.

საკანანომდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციის შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კანონპროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით წამოწყებული პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.