შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ 66 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ ამოიღო
18-05-2015

შსს-მ 66 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული იოანე ა. ახალი ფსიქოაქტიური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას 66 ფირფიტა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).