შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს მიუ...
01-06-2015

შსს-მ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავშვების და ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 150-მდე ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნინოობა მიულოცეს.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მათ მიერ გაღებული თანხებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებაში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მოაწყვეს. ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და მულტფილმის გმირები ზრუნავდნენ. ღონისძიების დასასრულს, შსს-ს წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად წიგნები და ტკბილეული გადასცეს.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას.