შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
06-05-2015

შსს-მ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული გიორგი ფ. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის - მოქალაქე ანზორ პ-ს ცემის ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ფ-მ მიმდინარე წლის 4 მაისს დიღმის მასივში ანზორ პ-ს სახის არეში ხელის დარტყმით დაზიანება მიაყენა. გიორგი ფ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ანზორ პ-სთვის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გიორგი ფ-ს ბრალი წარედგინება.

გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით).