შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ გურჯაანში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
21-01-2015

შსს-მ გურჯაანში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული თამაზ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).