შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ვაგზლის მოედანზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
14-02-2017

შსს-მ ვაგზლის მოედანზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).