შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს აკადემია ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა
07-05-2017

შსს-ს აკადემია ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა

შსს-ს აკადემია ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა. რიყის პარკში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ „ევრო სოფელში“, სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა.

შსს-აკადემიამ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე იმიტირებული გამტარი პუნქტი მოაწყო, სადაც მოქალაქეები ეცნობოდნენ საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ პროცედურებს: საქართველოსთვის უვიზო ქვეყნების ჩამონათვალს; უვიზო ქვეყნებთან მიმართებაში ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს; სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებასა და მათი ნამდვილობის დადასტურებას; ქვეყნიდან გასვლის სავიზო რეგულაციების დადგენას; ქვეყანაში შემოსვლის ლეგალურ საფუძვლებს.

ევროპის დღეები, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, 7-25 მაისს, წელს მეხუთედ აღინიშნება.