შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს აკადემიას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
30-01-2014

შსს-ს აკადემიას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შს სამინისტროს აკადემიას ხაშურის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და პედაგოგები პროექტის – „ერთად მოზარდთა უსაფრთხო მომავლისათვის“ ფარგლებში ეწვივნენ. სტუმრები აკადემიაში პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და დაესწრნენ პრეზენტაციას – „სწავლება აკადემიაში“.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები მოინახულეს.

შსს-ს აკადემიასა და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მოსწავლეებისათვის პერიოდულად ეწყობა საგანმანათლებლო ექსკურსიები. აღნიშნული სახის ვიზიტები მოზარდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას ემსახურება.