შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს დანაყოფებმა ვეფხვის ლიკვიდაცია განახორციელეს
17-06-2015

შსს-ს დანაყოფებმა ვეფხვის ლიკვიდაცია განახორციელეს

სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გამოსული ვეფხვი, რომლის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ლიკვიდირებულია. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ცხოველი აგრესიული იყო და მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ვითარებას პირადად აკონტროლებდა.