შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი უნივერსალურ ორთაბრძოლე...
21-11-2016

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი უნივერსალურ ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მე-3 განყოფილების უმცროსი ინსპექტორი, იოსებ იარაჯული უნივერსალურ ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონატი რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში გაიმართა. იოსებ იარაჯულმა ფინალში რუსი სპორტსმენი, ტიტულოვანი მოჭიდავე ალექსეი ბესელოვი დაამარცხა.