შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისტორიულ-კულტურული ...
05-11-2016

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და უძველესი ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე დასუფთავების აქცია მოეწყო.

გდდ-ს 300-ზე მეტმა თანამშრომელმა აღნიშნული ტერიტორიები ხმელი ხეებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს, მონასტრის ბერებს კი სამშენებლო სამუშაოებსა და შეშის დაჩეხვაში დაეხმარნენ.

მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.