შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის...
31-01-2017

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სავალდებულო სპეციალური მომზადების კურსი ჩაუტარდათ.

ხუთდღიანი კურსის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომელთა უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ, შეისწავლეს ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარებისა და პირადი უსაფრთხოების წესები, ასევე, საფუძვლიანად გაეცნენ ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს.

სწავლების დასასრულს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარმატებით ჩააბარეს საბოლოო გამოცდის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი, რისთვისაც მათ შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

მსგავსი სასწავლო კურსები, რომლებიც დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება, მომავალშიც გაგრძელდება.