შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თ...
19-04-2015

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ხონში საქველმოქმედო აქცია განახორციელეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქველმოქმედო აქციას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ხონში მცხოვრები მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს. შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად შეჭირვებულ 2000-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყება, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას მომავალშიც განაგძობს.