შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს ყირგიზეთის დელეგაცია ესტუმრა
18-10-2015

შსს-ს ყირგიზეთის დელეგაცია ესტუმრა

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ყირგიზეთის დელეგაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო შსს-ს საქმიანობის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებას შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტო, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციას ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და ანტიკორუფციული ღონისძიებების, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და განხორციელებული რეფორმების გაცნობა.