შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თბილისში ვერტმფრენი...
31-08-2015

შსს-ს მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

შსს-ს ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ახმეტის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 4 ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა განსაკუთრებულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი ექიმის თანხლებით.

ოპერატიულად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ოთხივე დაშავებული ხევიდან ამოიყვანეს და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ო.ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.