შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მაშველებმა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს
16-12-2016

შსს-ს მაშველებმა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მაშველებმა სოფელ ხალაში ორ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელ ხალაში 2 მოქალაქეს დახმარება ესაჭიროებოდა. აუცილებელი იყო მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, დიდთოვლობის გამო კი სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახებაზე მისვლას ვერ ახერხებდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდა ქობულეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 5 კაციანი ჯგუფი. ჯგუფმა რამდენიმე კილომეტრის გავლა სამაშველო ავტომანქანით მოახერხა, შედეგ კი გზა ფეხით გააგრძელა. მაშველებმა ავადმყოფები 3 კმ გზის მონაკვეთზე საკაცით ატარეს და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიყვანეს. მოქალაქეები ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.