შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკელმა ექსპერტ...
06-02-2016

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკელმა ექსპერტებმა ტრენინგი ჩაუტარეს

შსს-ს აკადემიაში დანაშაულის ადგილის გამოძიების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. 5 დღიან სწავლებაში შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის და რეგიონული დანაყოფების 20 ექსპერტ-კრიმინალისტი მონაწილეობდა. ტრენინგი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ოფისის ორგანიზებით, ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს (GBI) ექსპერტებმა ჩაატარეს.

სწავლება თემაზე "შემთხვევის ადგილის გამოძიება" პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებისთვის დანაშაულის ადგილის დათვალიერების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა: დოკუმენტირება, ჩანაწერების წარმოება, ნახაზის აგება, ფოტოგადაღება და სხვა.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. შსს-ს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგებისა და გადამზადების კურსების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.