შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი ამერიკის შეერთებულ...
22-04-2015

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ევროპისა და აზიის დირექტორს შეხვდა

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი ნუგზარ სუჯაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ევროპისა და აზიის დირექტორ ლესლი ვიგურს შეხვდა. შეხვედრა თბილისში, ცენტრალურ საექსპერტო ლაბორატორიაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ევროპისა და აზიის სხვა ხელმძღვანელი პირები. სტუმრებმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო დაათვალიერეს.შსს-ს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს, რომელიც აშშ-ს წარმომადგენლების ინფორმირებულობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

მხარეებმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე წლის თებერვალში გამართულ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და INL-ის პროგრამის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე დაგეგმილი აქტივობების იმპლემენტაციის საკითხი განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.