შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა დარიალჰესის გვირაბშ...
22-05-2014

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა დარიალჰესის გვირაბში საძიებო სამუშაოები ჩაატარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში საძიებო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. მეწყერის შედეგად გვირაბში დაგუბებული წყალი დააშრეს და შსს-ს მაშველებმა გვირაბის ორივე განტოტვა მთელ სიგრძეზე დაათვალიერეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში, მეწყერის შედეგად ჩამოშლილ მიწის მასაში 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი იპოვეს, რომლებიც გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამ დროისთვის ნაპოვნი არავინ არ არის.

დარიალის ხეობაში სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.