შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დასავლეთ საქართველოში ახალი სასაწყ...
26-04-2016

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დასავლეთ საქართველოში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა

შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა ქუთაისში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განახლებული სასაწყობე შენობა გახსნეს. ანგრის სარემონტო სამუშაოები ახლახან დასრულდა.

შენობა 800 კვ.მ ფართზეა განთავსებული და სრულიად აკმაყოფილებს ტვირთის მიღებისა და დასაწყობების თანამედროვე სტანდარტებს. სააგენტოს დასავლეთ საქართველოში არსებული ყველა დანაყოფი აღნიშნული საწყობიდან მომარაგდება. ქვეყნის მასშტაბით, ეს უკვე მეორე ანგარია. სასაწყობე შენობა თბილისში უახლოეს მომავალში გაიხსნება.