შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აშშ-ს შეიარაღებული ძალების საინჟირ...
12-12-2016

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აშშ-ს შეიარაღებული ძალების საინჟირნო კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა აშშ-ს შეიარაღებული ძალების საინჟირნო კორპუსის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში უმასპინძლა.

აშშ–ს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აშშ-ს შეიარაღებული ძალების საინჟირნო კორპუსის უწყებათშორისი და საერთაშორისო დახმარების დირექტორატის დირექტორი, გენერალი ჩარლზ ალექსანდერი; საინჟინრო კორპუსის პროგრამების სამმართველოს უფროსი დევიდ ლიჩი; საერთაშორისო და უწყებათაშორისი სამსახურის პროგრამების მენეჯერი, დოქტორი ჯუდი რეიდი; აშშ-ს შეიარაღებული ძალების საინჟინრო კორპუსის საქართველოს ოფისის პროექტების ინჟინერი გვენდოლინ ნელსონი და საერთაშორისო და უწყებათაშორისი მხარდამჭერი პროგრამების მენეჯერი დიანა აკურიო.

გენერალმა ჩარლზ ალექსანდერმა, აშშ-ს შეიარაღებული ძალების საინჟინრო კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სააგენტოს ბაზაზე არსებული ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა, რომელიც გასულ წელს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით აშენდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა აშშ-ს შეიარაღებული ძალების საინჟირნო კორპუსის წამომადგენლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიშნად ერთმანეთს ჯილდოები გადასცეს.