შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილე...
25-03-2016

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ხონის N1 და N2, ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების – მათხოჯისა და ივანდიდის საჯარო სკოლების მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო განყოფილების შენობა, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს, ასევე, სახანძრო-სამაშველო განყოფილების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

აღნიშნული ვიზიტი უფროსკლასელებს დაეხმარება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცოდნის ამაღლებაში, მეხანძრე-მაშველის პროფესიის და სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობის უკეთ გაცნობაში.