შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამაშველო ღონისძიება წა...
11-07-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამაშველო ღონისძიება წარმატებით დაასრულეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად ტურისტები არაგვის ხეობიდან გამოიყვანეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ რუსეთის 2 მოქალაქე, შუახნის ქალბატონი და მამაკაცი არაგვის ხეობაში ჩანჩქერის მოსანახულებლად შევიდნენ, რის შემდეგადაც მამაკაცი წყალში ჩავარდა და ფეხი დაიზიანა. ტურისტები გზას ვეღარ განაგრძობდნენ და ითხოვდნენ შველას. ადგილზე მობილიზებული იყო პირველი სამთო-სამაშველო ჯგუფი და ღონისძიების შედეგად ტურისტები გადაიყვანეს ყაზბეგში. მამაკაცი ფეხის დაზიანებით მოათავსეს საავადმყოფოში.