შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა შატილში დაკარგული მწყემ...
12-06-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა შატილში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, შატილში დაკარგული მწყემსის, 52 წლის გიორგი შეთიკაურის ცხედარი იპოვეს.

2 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიანეთში, სოფ. ხონისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე კხონისწყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში კატასტროფული ხასიათის მეწყრულ-კლდეზვავური ტიპის ჩამოქცევა და ღვარცოფის ტრანსფორმაცია მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მწყემსი გაუჩინარდა.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დაკარგული მწყემსის შესახებ შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა საძიებო-სამაშველო ოპერაციები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს. გაწმენდით-საძიებო სამუშაოებს მაშველები 700 მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ, 8-9 მეტრის სიღრმის მეწყერში ახორციელებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მეწყერში მოყოლილი გიორგი შეთიკაურის ცხედარი 12 ივნისს, დილით, ქოხში აღმოაჩინეს.