შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შტაბში დავით ნარმანია იმყოფებოდა
24-06-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შტაბში დავით ნარმანია იმყოფებოდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შტაბს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ესტუმრა. მერი პირადად გაეცნო ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, მე-11 დღეა სტიქიის ზონაში სამძებრო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიაზე.