შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა „მზიური“-ს ტერიტორი...
16-06-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე ცხედარი აღმოაჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედარის იდენტიფიცირება ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის შედეგად მოხდება.

ამინდის გაუარესების გამო, პრევენციის მიზნით მოხდა სტიქიით დაზარალებული ადგილიდან მომუშავე ჯგუფების ევაკუაცია და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან, სრული მობილიზებით განახლდება.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მაშველი და სხვა დანაყოფების წარმომადგენლები თბილისში და მის შემოგარენში საჭირო ღონისძიებებს საგანგებო რეჟიმში გააგრძელებენ, სადაც ასევე ჩართული იქნება სააგენტოს სპეც-ტექნიკა.