შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ევროკავშირის სადამკვ...
07-08-2014

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს და მეკავშირე ოფიცერ სერგეი მაკაროვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.