შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამწვანების აქციაშ...
10-05-2014

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი და უწყების სხვა წარმომადგენლები, პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, ხეების დარგვის აქციას შეუერთდნენ.

შს სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელიც ელიას მთის გამწვანების აქციას შეუერთდა. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ელიას მთაზე ზეთისხილის ხის 100 ნერგი დარგეს. სამომავლოდ მთაზე ელია წინასწარმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი აშენდება.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინიციატივით, უწყების თანამშრომლები ზეთისხილის ხეების მოვლას და ბაღის გაშენებაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებენ.