შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეუერთდნენ აქციას - „გაიღე სისხლი სიცოცხლ...
23-06-2015

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეუერთდნენ აქციას - „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად”

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“. აღნიშნული აქციის მიზანია მძიმე პათოლოგიით დაავადებული პაციენტების, ახალშობილების და მოზარდების დასახმარებლად სისხლის უანგაროდ გაღება.

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მობილური ჯგუფი შს სამინისტროს ეწვია. საპატრულო პოლიციის 100-მდე თანამშრომელმა სისხლი გაიღო.

საქველმოქმედო აქციის მონაწილეები ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. შსს-ს მსგავს აქციაში მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.