შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს
01-08-2015

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,343 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).