შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპ...
29-05-2015

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა კამპანია – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა სკოლებისთვის’’ ფარგლებში 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით გრძელდება კამპანია – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა სკოლებისთვის’’, რაც მიზნად ისახავს მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა N70 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ამავე სამმართველოს ბაზაზე რიგითი ჯარისკაცის ყოველდღიური ცხოვრების წესი გააცნეს. დაათვალიერებინეს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურების საცხოვრებელი, სავარჯიშო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ჯარისკაცთა საწვრთნელ ვარჯიშებს, სამწყობრო გადაადგილებასა და სპორტულ ღონისძიებას. სტუმრებისთვის სპეციალურად მოეწყო სამხედრო აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა დასხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეების არაერთ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას უმასპინძლა. აღნიშნული პროექტი რეგიონებშიც ხორციელდება. სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი განაგრძობს მონაწილეობას კამპანიაში, რომელიც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და დანაშაულის პრევენციას ემსახურება.