შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაც...
26-06-2015

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ძალისმიერ ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურემ, 27 წლის შალვა ბებიაშვილმა ქალაქ დმანისში, საერთაშორისო ძალისმიერი სპორტის გაერთიანების ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ, ძალისმიერი სპორტის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო. ბებიაშვილმა ძალისმიერ სამჭიდში გამარჯვება მოიპოვა. ძალოსანმა ათლეტმა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ და სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში - წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში იასპარეზა. მსგავს ფართომასშტაბიან ჩემპიონატში მან პირველად მიიღო მონაწილეობა.