შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სპორტული კლუბი ”MIA FORCE”-ის გამარჯვებული სპორტსმენი სამშობლოში დაბრუნდა
13-10-2015

შსს-ს სპორტული კლუბი ”MIA FORCE”-ის გამარჯვებული სპორტსმენი სამშობლოში დაბრუნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი "MIA FORCE"-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.

დათა ქაჯაიამ პროფესიონალურ TC2T კლასში, ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატში (ETCC) ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.