შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლეიკემიით დ...
20-06-2017

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს. აქციაში დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელები და პირადი შემადგენლობა მონაწილეობდნენ.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ ღონისძიებაში რეგულარულად მონაწილეობს და მომავალშიც გააგრძელებს. აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.