შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახუ...
07-05-2014

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისებზე რეაგირებისა და ოპერატიული კოორდინირების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი აგოსტინო მიაცო ეწვია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისებზე რეაგირებისა და ოპერატიული კოორდინირების დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორ აგოსტინო მიაცოს უმასპინძლა.

მხარეებმა საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის როლსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ის შედეგები, რომლებიც გამოწვეულია ტექნოლოგიური ინციდენტების, ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე არსებული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს. სტუმრები ასევე დაესწრნენ მაშველების ვარჯიშს, რომელიც მაღალი შენობებიდან დაშავებულთა ევაკუაციას ითვალისწინებდა.