შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპა...
28-08-2015

შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებები ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ მალანიამ, განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს უფროსმა მამუკა სეფიაშვილმა და ამავე სამმართველოს 150-მდე თანამშრომელმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებები ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს აქციაში, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ემსახურება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.