შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარ...
08-08-2015

შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოს ბაზაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები. გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენებელი პარაკლისი მამა ანდრიამ აღავლინა.