შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სრულიად საქართ...
10-08-2014

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა და დეპარტამენტის დროშა აკურთხა.

სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვა-ლოცვას და დროშის კურთხევის ცერემონიას სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, საბრძოლო შემადგენლობა და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.