შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა „ბოსფორის თასის ჩემპ...
30-12-2015

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა „ბოსფორის თასის ჩემპიონატზე“ პირველი ადგილი დაიკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა ბებიაშვილმა ქალაქ სტამბულში გამართულ ძალისმიერი სპორტის სახეობათა „ბოსფორის თასის ჩემპიონატზე“ პირველი ადგილი დაიკავა. ღონისძიება საერთაშორისო სპორტული ფედერაციის – ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების (International Power Sports Union) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები ცხრა ქვეყნიდან.

ძალოსანმა ათლეტმა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ და სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში - წოლჭიმსა და შტანგის აწევაში იასპარეზა. შალვა ბებიაშვილმა 110 კილოგრამიან წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.