შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებუ...
22-11-2015

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს წალკის განყოფილების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ და მ. იაშვილის სახელობის კლინიკის სისხლის ბანკს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი ჩააბარეს.

აღნიშნული აქციის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები რეგულარულად იღებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის. აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.