შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • თბილისის საპატრულო პოლიციას სპეციალური დანიშნულების 10 მიკროავტობუსი დაემატა
05-09-2014

თბილისის საპატრულო პოლიციას სპეციალური დანიშნულების 10 მიკროავტობუსი დაემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, თბილისის საპატრულო პოლიციას სპეციალური დანიშნულების 10 მიკროავტობუსი გადაეცა. სპეციალური დანიშნულების მიკროავტობუსები დღეიდან თბილისში იმოძრავებენ.

მიკროავტობუსების დანიშნულებაა დედაქალაქში განსაკუთრებულ და ექსტრემალურ სიტუაციებში საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფების გადაყვანა და გადაადგილება. სპეციალური დანიშნულების მიკროავტობუსები მთლიანად აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და სპეციალური საშუალებებით. აღნიშნული მიკროავტობუსებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თბილისში პატრულირებასაც განახორციელებენ.