შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • თბილისის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი 89 ავტომობილით განახლდა
05-07-2022

თბილისის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი 89 ავტომობილით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება - თბილისის საპატრულო პოლიციას "შკოდას" მარკის, სედანის ტიპის 89 ავტომანქანა გადაეცა.
ახალი ავტომობილები განკუთვნილია თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვის. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ავტოპარკს რეგულარულად აახლებს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ახალი ავტომობილით განახლდა, ხოლო გასულ თვეში ბათუმში, ქობულეთსა და რუსთავში თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით სრულად ჩანაცვლდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია პოლიციელთა საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.