112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ისტორია

საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი
1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის ("ჩეკა") პრეზიდიუმის ბრძანებულებითშეიქმნა სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება, რომელსაც დაევალა საგანგებო კომისიის მიერგამოვლენილი ქვეყნის უამრავი "მტრისა" და "საშიში ელემენტის" შესახებმაკომპრომეტირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა.

სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება 30 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა და პირველი საქმე, რომელიც რეგისტრაციაში იქნა გატარებული, იყო სისხლის სამართლის საქმე, რაჟდენ მალაქიას ძე მირიანაშვილისა და სხვათა მიმართ. მათ ბრალად ედებოდათ საკვები პროდუქტისგადამალვა. შვიდი განსასჯელიდან სამს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.განაჩენი სისრულეში მეორე დღესვე იქნა მოყვანილი.

1921-1990 წ.წ. საქართველოს ყოფილი უშიშროების კომიტეტის (სუკი) მე-10 განყოფილებისსაცავებში თავი მოიყარა 230 000 შენახვის ერთეულმა.

1991-1992 წ.წ. თბილისის ცნობილი მოვლენების დროს სუკ-ის ადმინისტრაციულ შენობასხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად განადგურდა 210 000 საარქივო ერთეული, რაც ფონდისსაერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი იყო.

სუკ-ის არქივში უამრავი საინტერესო დოკუმენტური მასალა ინახება. აქ შეხვდებით 1922-24 წლების აჯანყებების, ცივი ომის, დისიდენტური მოძრაობის,1956 წლის 9 მარტის თბილისის მოვლენების, ე.წ. "მეგრელთა საქმის" და სხვა მრავალ საინტერესო დოკუმენტს. ყოფილი სუკ-ისარქივის ფონდებიდან აღსანიშნავია №1, მე-6, მე-8 და მე-12 ფონდები. ფონდი №1 აერთიანებს1921-1990 წ.წ. ყოფილი "ЧК-ГПУ-ОГПУ-НКВД-МВД"-ს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს, განკარგულებებს, მითითებებს და ა.შ.); ფონდი №6 მოიცავს სისხლის სამართლის საარქივო საქმეებს "პოლიტიკური", "სამშობლოს ღალატის" და სხვა მუხლებით გასამართლებულპირთა შესახებ. მე-8 ფონდი მოიცავს "ЧК-ГПУ-ОГПУ-НКВД-МВД" კოლეგიების, პრეზიდიუმების, განსაკუთრებული სათათბიროების, სამეულების სხდომების ოქმებს, ხოლო მე-12 ფონდშიდაცულია მასალები სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის სისრულეში მოყვანის შესახებ.


საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

1991-1992 წ.წ. თბილისის ცნობილი მოვლენების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის უდიდესი ნაწილი განადგურდა. შსს ადმინისტრაციული შენობა სუკ-ის შენობასთან ერთად (ისინი გვერდიგვერდ იყო განთავსებული) მთლიანად დაიწვა. 2005 წელს, როდესაც უშიშროების სამინისტრო შსს-ს შეუერთდა, გადარჩენილი საქმეები, (1941-1951 წწ. გადასახლებულ პირთა საეშელონო სიები, სპეც გადასახლებულთა საქმეები და შსს-ს ნორმატიული აქტები) სიმცირის გამო გაერთიანდა სუკ-ის ანალოგიურ საარქივო ფონდებში.


საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი

საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის პრეზიდიუმის 1922 წლის 24 ივნისის დადგენილებით საქართველოს კპ (ბ) ცკ-თან შეიქმნა პარტიის ისტორიის კომისია (პარტისი), რომელსაც მიეცა დავალება -საქართველოს კომუნისტურ იორგანიზაციების ისტორიის შესახებ არსებული დოკუმენტებისშეგროვება, შესწავლა, დამუშავება, შენახვა და გამოქვეყნება.

1929 წლის მეორე ნახევრიდან საკავშირო კპ (ბ) ცკ-თან არსებული ლენინის ინსტიტუტისდავალებით, საქართველოს კპ (ბ) ცკ-თან არსებულმა პარტიის ისტორიის ინსტიტუტმა,საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის მიერ დამტკიცებული დებულებებისა და ინსტრუქციების თანახმად,ჩაატარა საორგანიზაციო სამუშაოები ერთიანი პარტიული არქივის შექმნისათვის.

საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის სამდივნოს 1930 წლის 26 მარტის სხდომის გადაწყვეტილებით,საქართველოს კპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან შეიქმნა ცენტრალური პარტიული არქივისადგილობრივი განყოფილება, რომლის გამგედ გვარად გავალოვი დაინიშნა. ამ დროიდანრესპუბლიკის ყველა პარტორგანოსა და პირველად პარტიულ და კომკავშირულ ორგანიზაციებსმიეცათ დავალება-ჩაებარებინათ თავიანთი არქივი პარტიული არქივისათვის.

საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის 1932 წლის 23 თებერვლის დადგენილებით, თბილისში შეიქმნასტალინის სახელობის ისტორიულ-რევოლუციური და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (1934 წლის ივლისიდან ინსტიტუტს ეწოდა საკავშირო კპ (ბ) ცკ-თან არსებული მარქს-ენგელს-ლენინისინსტიტუტის თბილისის ფილიალი), რომელსაც შეუერთდა პარტისი და ამავე დროს გადაეცაპარტისის მთელი არქივი და მასთან ერთად ცენტრალური პარტიული არქივის ადგილობრივიგანყოფილების დოკუმენტები. 1933 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საფუძველიჩაეყარა იმელის შენობის მშენებლობას. მშენებლობამ ოთხ წელს გასტანა და ის 1937 წელსდასრულდა. პარტიულმა არქივმაც ამ შენობაში დაიდო ბინა და 2007 წლამდე იქ ფუნქციონირებდა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 აპრილის №150 განკარგულების საფუძველზე,პარტიული არქივი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოსგადმოეცა.
ამჟამად ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი თავისი მოცულობით ერთ-ერთი უდიდესიასაქართველოში, რომელშიც 8300-მდე ფონდია დაცული. აქ არსებული ფონდები და მასალებიწარმოადგენს ფასდაუდებელ და შეუფასებელ მდიდარ წყაროს როგორც პარტიული, ასევეკომკავშირული ცხოვრების ისტორიის შესწავლის საქმეში.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შსს არქივში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.დაიწყო დიგიტალიზაციის პროცესი, შეიქმნა ელექტრონული მონაცემთა ბაზები. გამოვლინდა დასაზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა მრავალი საინტერესო დოკუმენტი. მოხდა არქივშიდაცული 8000-მდე ფოტოს დიგიტალიზაცია. რაც ყველაზე მთავარია, არქივისადმი ინტერესიდღითიდღე იზრდება. აქ დაცული მასალების მიხედვით გამოდის ორენოვანი ჟურნალი "საარქივომოამბე", მზადდება დოკუმენტური ფილმები და ტელესიუჟეტები, პრესაში ქვეყნდებამრავალი საინტერესო მასალა.