შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ვერეს ხეობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები გრძე...
17-06-2015

ვერეს ხეობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები გრძელდება

სტიქიით დაზარალებულ ზონებში დღეს გამთენიისას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა და თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 470 მეხანძე-მაშველი. ვერეს ხეობის მთელ პერიმეტრზე გრძელდება, როგორც ტერიტორიის გაწმენდითი, ასევე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები. ადგილზე მუშაობენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.