112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

წლიური ეროვნული პროგრამა (ANP)

2008 წლის 2-3 დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ალიანსმა მაქსიმალურად გააქტიურა საქართველოსთან თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით. ამავდროულად, დაიწყო ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავება და განხილვა. ნატოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ANP-ს მხოლოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში (MAP-ში) ჩართული ქვეყნები ახორციელებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ANP-ს განხორციელების საშუალება MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე მიეცა. შესაბამისად, 2008 წლიდან-დღემდე საქართველო ახორციელებს წლიურ ეროვნულ პროგრამას, რომელმაც თანამშრომლობის მანამდე არსებული ფორმატი IPAP ჩაანაცვლა.

წლიური ეროვნული პროგრამა ქვეყნებს სთავაზობს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებასა და ალიანსში გაწევრიანებას. ANP ერთწლიანია და შემდეგი 5 თავისგან შედგება:

  • პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები;
  • თავდაცვის საკითხები;
  • რესურსების საკითხები;
  • უსაფრთხოების საკითხები;
  • სამართლებრივი საკითხები.

წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და განახლება ყოველწლიურად ხორციელდება. დოკუმენტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მტკიცდება და ეგზავნება ნატოს შტაბ-ბინას. შემოდგომაზე ქართული მხარის მიერ თვითშეფასების დოკუმენტის წარდგენას საქართველოში ნატოს შემფასებელი ჯგუფის ვიზიტი მოყვება, ხოლო ნოემბერში ნატოს შემფასებელთა მისია აფასებს დოკუმენტის მომზადებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით ახორციელებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ყოველწლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საზღვრის დაცვა და საზღვაო უსაფრთხოება;
  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის რეფორმირება;
  • შსს პოლიციის აკადემიის შესაძლებლობების განვითარება;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას;
  • ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • ადამიანის უფლებების დაცვა;
  • აღჭურვილობის მოდერნიზაცია და ა.შ.