112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა

დეპარტამენტი ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარებას ახდენს შს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებით, შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში/სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა;
  • უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობა;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობა;
  • საზღვრის მართვის სფეროში თანამშრომლობა;
  • ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობა;
  • მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების სფეროში თანამშრომლობა.

2017 წელს ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოსთან (ევროპოლი) გაფორმებულ იქნა ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება, რის შედეგადაც საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა. ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, შს სამინისტრომ 2018 წლის სექტემბრიდან ევროპოლში მიავლინა თავისი მეკავშირე ოფიცერი, ხოლო 2019 წლის აპრილიდან შს სამინისტროსა და ევროპოლს შორის ამოქმედდა ინფორმაციის მიმოცვლის უსაფრთხო კომუნიკაციის არხი.

საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების, ასევე საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების სია