112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

სახმელეთო საზღვარი

სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საზღვრის სახმელეთომო ნაკვეთების დაცვას, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვასა და კონტროლს. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველო;
ბ) სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველო (ბათუმი);
გ) სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველო (ახალციხე);
დ) სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველო (წითელიხიდი);
ე) სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველო (დედოფლისწყარო);
ვ) სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველო (ლაგოდეხი);
ზ) სასაზღვრო პოლიციის N6 სამმართველო (ბარისახო);
თ) სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველო (ყაზბეგი);
ი) სასაზღვრო პოლიციის N8 სამმართველო (ჯავა-ონი);
კ) სასაზღვრო პოლიციის N9 სამმართველო (მესტია);
ლ) სასაზღვროპოლიციის N10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი).


საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის საერთო სიგრძეა 1839 კმ. აქედან,

თურქეთის რესპუბლიკასთან - 275 კმ.

სომხეთის რესპუბლიკასთან - 224 კმ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან - 446 კმ.

რუსეთის ფედერაციასთან - 894 კმ.


შენიშვნა: სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების შეთანხმების შედეგად.